პარტნიორობის პროექტი ბრიტანეთის საბჭოს ხელშეწყობითა და BP-სა და HSBC ბანკის ფინანსური მხარდაჭერით
რუსთაველის თეატრსა და ბრიტანეთის ნაციონალურ თეატრს შორის 2008 წლის შემოდგომაზე საფუძველი ჩაეყარა პარტნიორობას, რომლის მიზანია დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარება კულტურის სფეროში. ეს პროექტი ამაჟამად აქტიურად მიმდინარეობს.
ბრიტანეთის საბჭოს მეშვეობით ხდება პარტნიორობისათვის საჭირო თანხების გაკონტროლება, ანგარიშგებისა და საფინანსო საკითხების შესაბამისი სტანდარტების დაცვა, აგრეთვე პარტნიორულ ურთიერთობათა ხელშეწყობა ადმინისტრაციულ საკითხებში დახმარებისა და პარტნიორობის შემდგომი განვითარების მიმართულებების შესახებ რეკომენდაციების შეთავაზების საშუალებით.
პარტნიორობის მიზანია ქართველ და ბრიტანელ თეატრის მოღვაწეებს შორის სხვადასხა დონეზე დიალოგის და ორმხრივ სასარგებლო ურთიერთობების ხელშეწყობა. აქედან გამომდინარე პროექტში მონაწილეობენ არა მარტო რუსთაველის და ნაციონალური თეატრის თანამშრომლები, არამედ ყველა ვინც ამ ორი ქვეყნის თეატრალურ სამყაროს ნაწილს წარმოადგენს. ამდენად ეს პარტიორობა არის ერთგვარი ხიდი, რომელიც ბრიტანელ და ქათველ თეატრალებს აკავშირებს.
ბრიტანეთის საბჭოსთვის ესაა უნიკალური შესაძლებლობა თავისი წვლილი შეიტანოს დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს თეატრებს შორის თანამშრომლობის განვითარების საქმეში. ამ ძალზედ საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება ხელს უწყობს მჭიდრო კონტაქტების დამყარებას, შემოქმედებით თანამშრომლობას და ახალი თაობის ქართველ რეჟისორებსა და მათ ინგლისელ კოლეგებს შორის ურთიერთ-სასარგებლო კონტაქტების განვითარებას.
The United Kingdom’s international organisation for cultural relations and educational opportunities.
A registered charity: 209131 (England and Wales) SC037733 (Scotland)
Our privacy and copyright statements.
Our commitment to freedom of information. Double-click for pop-up dictionary.
Open the original version of this page.
Usablenet Assistive is a UsableNet product. Usablenet Assistive Main Page.