კემბრიჯის უნივერსიტეტის ახალი კვალიფიკაცია ინგლისურის მასწავლებლებისათვის
TKT არის სწავლების უნარის ტესტი. TKT ტესტის საშუალებით მოწმდება ინგლისური ენის სწავლების უნარი იმ პირთათვის, რომელთა მშობლიური ენა არ არის ინგლისური და ყურადღება ექცევა ცოდნას, რომელიც აუცილებელია ინგლისური ენის ყველა მასწავლებლისთვის. ეს არის ადვილად გასაგები ტესტი, რომელიც მომზადებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. TKT საშუალებით მასწავლებლებს შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ სწავლების ძირითად მეთოდებს, რაც აუცილებელია ინგლისური ენის სწავლებისათვის.
TKT ყურადღებას ამახვილებს შემდეგზე:
სწავლების სხვადასხვა მეთოდები
TKT განკუთვნილია დაწყებითი და საშუალო კლასების, ასევე ზრდასრულთა მასწავლებლებისათვის მთელი მსოფლიოს მაშტაბით და მისი ჩაბარება შესაძლებელია მასწავლებლებისათვის კარიერის ნებისმიერი ეტაპზე. ტესტი ასევე შესანიშნავია იმ ადამიანებისათვის, ვისაც სურვილი აქვს ასწავლოს ინგლისური ენა, მაგრამ ჯერ არ გააჩნია სწავლების გამოცდილება.
TKT შედგება სამი მოდულისგან, რომლებიც მოიცავენ სწავლების სხვადასახვა ასპექტებს. მოდულების ჩაბარება შესაძლებელია ერთდროულად ან ცალ-ცალკე, ნებისმიერი თანმიმდევრობითა და ვადებით. თითოეული მოდულისათვის განკუთვნილია 80 წუთიანი ტესტი 80 კითხვით. კანდიდატები შეარჩევენ საუკეთესო პასუხს თითოეულ შეკითხვაზე და მონიშნავენ მას პასუხების კომპიუტერიზებულ ფურცელზე.
მოდული 1
ენა და ენის შესწავლისა და სწავლების გამოცდილება
ენის აღწერილობა და ენის ცოდნის უნარებიმოდული 2
გაკვეთილების დაგეგმვა და რესურსების გამოყენება ენის სწავლების თვალსაზრისით
გაკვეთილის ან რიგი გაკვეთილების დაგეგმვა და მომზადებამოდული 3
სწავლებისა და შესწავლის პროცესის ხელმძღვანელობა
კლასში/ჯგუფში მასწავლებლებისა და მოსწავლეთა სასაუბრო ენამასწავლებლებს, რომელთაც სურთ ჩააბარონ TKT ტესტი შეუძლიათ გაიარონ მოსამზადებელი კურსი, თუმცა ეს არ არის სავალდებულო. მათ შეუძლიათ თავად მოემზადონ ტესტისათვის სხვადასხვა მასალის გამოყენებით.
TKT ტესტი ჩატარდება 2012 წლის 15 მარტს.
TKT ტესტის მარტის სესიის რეგისტრაციის თარიღებია 2012 წლის 16 - 27 იანვარი. კანდიდატებმა აღნიშნულ დღეებში ბრიტანეთის საბჭოში უნდა წარადგინონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა. ტესტის გადასახადი სამივე მოდულისთვის არის 244.50 ლარი (თითოეული მოდული 81.50 ლარი). საბანკო რეკვიზიტები გთხოვთ იხილოთ თანდართულ სააპლიკაციო ფორმაში.
დარეგისტრირდით ბრიტანეთის საბჭო/ETAG-ის TKT-ის მოსამზადებელ კურსებზე;
დამოუკიდებლად მომზადების მიზნით გადმოტვირთეთ TKT ტესტების ნიმუშები:
გადმოტვირთეთ და გაეცანით TKT-ს საინფორმაციო წიგნაკს.
TKT ტესტსთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ვებ-გვერდზე: www.CambridgeESOL.org/TKT ან დაუკავშირდით ჩვენს გამოცდების მენეჯერს
The United Kingdom’s international organisation for cultural relations and educational opportunities.
A registered charity: 209131 (England and Wales) SC037733 (Scotland)
Our privacy and copyright statements.
Our commitment to freedom of information. Double-click for pop-up dictionary.
Open the original version of this page.
Usablenet Assistive is a UsableNet product. Usablenet Assistive Main Page.