[Extension 'scheme-4' (56367) on page 'ge-education-distance-learning-exams.htm'] Line 1: TypeError: assignment to undeclared variable strScheme
[Extension 'outputScheme' (56370) on page 'ge-education-distance-learning-exams.htm'] Line 50: ReferenceError: strScheme is not defined
[Extension 'Hide Slot 1' (8801) on page 'ge-education-distance-learning-exams.htm'] Line 1: TypeError: assignment to undeclared variable showSlot1
[Extension 'Show Slot 2' (8802) on page 'ge-education-distance-learning-exams.htm'] Line 1: TypeError: assignment to undeclared variable showSlot2
[Extension 'Hide Slot 3' (9108) on page 'ge-education-distance-learning-exams.htm'] Line 1: TypeError: assignment to undeclared variable showSlot3
[Extension 'Show Nav' (8929) on page 'ge-education-distance-learning-exams.htm'] Line 1: TypeError: assignment to undeclared variable showNav
[Extension 'None' (9211) on page 'ge-education-distance-learning-exams.htm'] Line 1: TypeError: assignment to undeclared variable noOfSlots
[Extension 'Show 4 Links' (8869) on page 'ge-education-distance-learning-exams.htm'] Line 1: TypeError: assignment to undeclared variable noOfLinks
[Extension 'Hide Slot 4' (42266) on page 'ge-education-distance-learning-exams.htm'] Line 1: TypeError: assignment to undeclared variable showSlot4
[Extension 'white' (8824) on page 'ge-education-distance-learning-exams.htm'] Line 1: TypeError: assignment to undeclared variable bgColor
[Extension 'Show Flag' (526947) on page 'ge-education-distance-learning-exams.htm'] Line 1: TypeError: assignment to undeclared variable showFlags
ჩვენ ვახდენთ დისტანციური სწავლის გამოცდების ადმინისტრირებას სხვადასხვა ინსტიტუტების სახელით. საქართველოში მცხოვრებ სტუდენტებს შეუძლიათ ჩააბარონ ასეთი ტიპის გამოცდები ბრიტანეთის საბჭოში. ჩვენი დისტანციური სწავლის სტუდენტთა უმრავლესობა ირჩევს ლონდონის უნივერსიტეტისა (The University of London) და Heriot Watt - ის უნივერსიტეტის კურსებს.
The University of London - ლონდონის უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი უძველესი, უდიდესი და მეტად მრავალფეროვანი უნივერსიტეტი ბრიტანეთში. მასში გაერთიანებულია 19 განცალკევებული და უმეტეს შემთხვევაში მრავალფაკულტეტიანი კოლეჯი, ასევე 11 უფრო მცირე ზომის სპეციალიზებული ინსტიტუტი და საგარეო პროგრამა (ინსტიტუტი რომელიც უნივერსიტეტს დისტანციური სწავლის პროგრამით უზრუნველყოფს). ყოველი მათგანი ერთმანეთისაგან საკმაოდ განსხვავებულია: ზომის, ასაკის და ტრადიციის მიხედვით, ასევე მათ მიერ შემოთავაზებული კურსების მიხედვით. მიუხედავად ამისა, ყველას ენიჭება ლონდონის უნივერსიტეტის ხარისხი, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი ხარისხით მინიჭებულ სტანდარტებს აკმაყოფილებენ. ისინი წარმოადგენენ კვლევაზე დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებს, განკუთვნილს საუნივერსიტეტო და/ან სამაგისტრო სწავლისთვის. ლონდონის უნივერსიტეტის ფართო საქმიანობის სფერო მის უნიკალურ თვისებებზე მიანიშნებს და ყველასგან გამორჩეულს ხდის.
Heriot-Watt არის დინამიური, თანამედროვე ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც დაარსდა 1966 წელს სამეფო ქარტიის მიერ. მისი ფესვები მოდის ედინბურგის ხელოვნების სკოლიდან, რომელიც 1821 წელს დაარსდა. აქ ბრწყინვალე სწავლებაა და ხორციელდება კვლევა გამოყენებითი მეცნიერებების დარგებში, ესენია: მათემატიკა, ინჟინერია და ტექნოლოგია, ქსოვილები, ბიზნეს მენეჯმენტი და ენები. Heriot Watt - ის უნივერსიტეტის პროგრამები იმდენად მოხერხებულია, რომ იძლევა სამუშაოსთან და ოჯახთან სწავლის შეთავსების საშუალებას, განიჭებთ მეტ თავისუფლებას დროისა და ადგილსამყოფელის მხრივ; გააჩნია კურსები გარკვეულ დონეებსა და სხვადასხვა სახის დისციპლინებში. ზოგიერთი კურსის გავლა შესაძლებელია ონლაინ საშუალებებით ან დაბეჭდილი სახელმძღვანელოთი, ზოგსაც ადგილობრივი სასწავლო ცენტრები უწევენ ორგანიზებას.
ლონდონისა და Heriot Watt - ის უნივერსიტეტები ინოვაციური და პრაქტიკული კვლევის მქონე სასწავლო ცენტრებია. ბრიტანულ უნივერსიტეტთა შორის მათ შემოსავლების მაჩვენებლებით მოწინავე ადგილი უკავიათ ბიზნესსა და ინდუსტრიაში.
თუ გსურთ მეტი შეიტყოთ დისტანციური სწავლის შესახებ, ეწვიეთ ჩვენ ვებ-გვერდს სწავლა ქვეყნიდან გაუსვლელად.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დისტანციური სწავლის გამოცდების შესახებ დაუკავშირდით ჩვენ გამოცდების მენეჯერს,
Open the original version of this page.
Usablenet Assistive is a UsableNet product. Usablenet Assistive Main Page.