British Council Georgia

Page Content

დისტანციური სწავლების კურსებიდისტანციური სწავლების კურსები

დაგაკავშირებთ საუკეთესო ვებსაიტებსა და სერვისებთან

ჩვენ შევარჩიეთ დისტანციური სწავლების (ინტერნეტის მეშვეობით) რამდენიმე საუკეთესო კურსი; ზოგიერთი მათგანი საერთოდ უფასოა.

ACCADEMY.COM
ეს არის თქვენი ონლაინ კავშირი ისეთ განათლებასთან, რომელიც უმაღლეს დონეზე დააკმაყოფილებს თქვენს ინდივიდუალურ მოთხოვნებს სწავლასთან დაკავშირებით. თუ გსურთ მოემზადოთ ACCA–ის რომელიმე კვალიფიკაციისთვის ან დახვეწოთ პროფესიული თვისებები მენეჯმენტის სფეროში, ACCADEMY.COM მზად არის დასახმარებლად ნებისმიერ დროს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

DISTANCE DELTA
ინგლისური ენის გამოცდილი მასწავლებლებისთვის უნიკალური პროგრამაა, რომელიც საერთაშორისო სახლისა და ბრიტანეთის საბჭოს მიერ არის შემუშავებული. პროგრამა სპეციალისტებს ამზადებს  DELTA -–ის (კემბრიჯის დიპლომი მოზრდილთათვის ინგლისური ენის სწავლებაში) გამოცდისთვის.

FATHOM
ონლაინ სწავლების ცენტრია, რომელსაც უძღვება ბრიტანეთი/აშშ–ის უნივერსიტეტების კონსორციუმი. აქ ტარდება კურსები და სემინარები სხვადასხვა თემებსა თუ საკითხებზე.

I LEARN.TO
ეს არის ბრიტანეთში არსებული ონლაინ “თრეინინგ" კომპანია, რომელსაც ელექტრონული სწავლების ბაზრის მიმართ ახლებური მიდგომა გააჩნია და მსურველებს სთავაზობს ხარისხიან თრეინინგს მისაღებ ფასად; ყურადღებას ამახვილებს ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა: ძირითადი კომპიუტერული ცოდნა, მაღალი დონის IT (ინფორმაციული ტექნოლოგიები), მენეჯმენტი, მოლაპარაკებები და კომუნიკაციები.

LEARN DIRECT
ბრიტანული სამთავრობო ვებ-გვერდია, რომელიც განკუთვნილია ენის შემსწავლელი მოზრდილებისთვის. იგი გთავაზობთ ონლაინ კურსებს და ინფორმაციას თუ როგორ უნდა ჩაირიცხოთ ამ კურსებზე. გააჩნია კურსების მონაცემთა ადვილად საძიებელი ბაზა; მსურველებს აძლევს ზოგად რჩევებს და უწევს დახმარებას.

NATIONAL EXTENSION COLLEGE
მსურველებს სთავაზობს მოსახერხებელ “თრეინინგს” (პიროვნულ განვითარებასა და განათლებასთან დაკავშირებით). აქ გაერთიანებულია უამრავი კურსი: GCSE, A- Levels და პროფესიულ კურსებს.

OPEN LEARNING CENTRE INTERNATIONAL
აქ ტრადიციული დისტანციური სწავლების მასალები შეთავსებულია ინდივიდუალური სწავლების ინტერნეტზე დაფუძნებულ უნიკალურ სისტემასთან. ნებისმიერი ასაკის სტუდენტს სხვადასხვა სპეციალობაში სთავაზობს  GCSE, A- Levels და პროფესიულ.

OPEN LEARNING ACADEMY
მოიცავს ტრადიციულ დისტანციური სწავლების მასალებსა და უნიკალურ საერთაშორისო ინდივიდუალური სწავლების სისტემას.ნებისმიერი ასაკის სტუდენტს სხვადასხვა სპეციალობაში სთავაზობს GCSE, AS და A – Levels კურსებს.

OXFORD OPEN LEARNING
გთავაზობთ GCSE, A – Levels და პროფესიულ სასწავლო კურსებს. მასში გაერთიანებულია GCSE და A – Levels -ის საგანთა უმრავლესობა.

TRACE ONLINE
ეს არის კურსები შემოქმედებითი წერის ხელოვნებაში. აქ გაერთიანებულია ელექტრონული წერა, ვებ-გვერდის დიზაინი, საბავშვო მწერლობა, “უორქშოფები" შემოქმედებით წერაში, ნოველის წერა, მონახაზის გაკეთება, სტატიის წერა და სიუჟეტის მოგონება. მიზანმიმართულია მწერალთა გამოცდილების ასამაღლებლად და გასავარჯიშებლად.

BEGINNERS' TUTORIALS (უფასო)
იგი გთავაზობთ ათსობით უფასო ონლაინ საწავლო პროგრამას, რომლებსაც თან ახლავს სხვადასხვა სახის კომპიუტერული პროგრამა.

LEARN DIRECT FOR BUSINESS (უფასო)
დამწყებთათვის განკუთვნილი კურსებია  ICT-ში, ბიზნეს მენეჯმენტსა და ზოგად უნარ-ჩვევებში; აქვე შედის გამოცანები და თამაშები. ეს არის დაწყებითი დონე, რომელიც გამოადგება როგორც არა-ინგლისელს, ასევე მათ, ვისაც ფორმალური სწავლის შედარებით ნაკლები გამოცდილება აქვთ.

NUTROCKER (უფასო)
ეს არის კომპიუტერული პროგრამებისა და პროგრამირების უფასო ონლაინ კურსები და სწავლება.

ONLINE WEB PRACTICALS (უფასო)
იგი ორგანიზებულია ოქსფორდის უნივერსიტეტის ქიმიის განყოფილების მიერ. აქ გაერთიანებულია კომპიუტერული სამომხმარებლო პროგრამები, ინფორმაციული ტექნოლოგიები (IT) და ქიმია. განკუთვნილია უმაღლეს სასწავლებლების სტუდენტთათვის, რომელთაც სამეცნიერო გზა აქვთ არჩეული.

WRITERS BUREAU (მწერალთა ბიურო, უფასო)
სთავაზობს სახლში სასწავლო კურსებს შემოქმედებითი წერის ხელოვნებაში, ჟურნალისტიკასა და პოეზიაში. Aაქ შედის უფასო გაკვეთილები წერაში და თქვენი ნამუშევრის გატანა ბაზარზე.

სწავლა ქვეყნიდან გაუსვლელად

ხშირად დასმული შეკითხვები დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით   

დისტანციური სწავლის გამოცდები   

The United Kingdom’s international organisation for cultural relations and educational opportunities.
A registered charity: 209131 (England and Wales) SC037733 (Scotland)
Our privacy and copyright statements.
Our commitment to freedom of information. Double-click for pop-up dictionary.

© British Council

Text Only Options

Top of page


Text Only Options

Open the original version of this page.

Usablenet Assistive is a UsableNet product. Usablenet Assistive Main Page.